Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-12-05
Beginning 11:00 HR
Address https://www.facebook.com/events/412178503605565/?ref=newsfeed

2021 წლის 5 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკად. ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ეგიდით ონლაინ გაიმართება მრგვალი მაგიდის დისკუსია - „კოვიდ-19 - გამოწვევები და გლობალური გამოცდილება“.

 

რატომ იმართება აღნიშნული დისკუსია:

  • COVID-19-ის ირგვლივ არსებული უახლესი ინფორმაციის მიღება, გავრცელება, გამოწვევების შესწავლა და პანდემიის შესახებ აქტუალური საკითხების გარშემო გლობალური გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება;
  • თითოეული სტუდენტისა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდა ,,მრგვალი მაგიდის დისკუსიის’’ ფორმატის მქონე პროექტებში;
  • სტუდენტებისა და მომავალი მეცნიერებისათვის სამეცნიერო ნაშრომის შექმნის საფუძვლებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება;
  • მეცნიერების, ექიმების, აკადემიური პერსონალის, გამოცდილი და დამწყები მკვლევრების, მათ შორის დოქტორანტების/მაგისტრანტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოჩენა ფართო აუდიტორიის წინაშე;
  • ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა, ისეთი მეცნიერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარება, როგორებიცაა: ნაშრომის შექმნისას სანდო, ობიექტური და საერთაშორისოდ აღიარებული სამეცნიერო წყაროების გამოყენება (PubMed, Web of Science, Ovid, Science Direct, Scopus, Cochrane Library, Google Scholar და ა. შ), ასევე, აკადემიური კეთილსინდისიერების, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ერთმანეთის საგანმანათლებლო, კვლევითი, შემეცნებითი საქმიანობის და მისი შედეგებისადმი პატივისცემის პრინციპების, აგრეთვე, პიროვნების კანონიერი ინტერესების, ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვა.

 

დისკუსიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული ნებისმიერი ავტორიზებული უნივერსიტეტის მედიცინისა და ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებს, რეზიდენტებსა და ექიმებს.

წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაქსიმალურად აკადემიური და ხარისხიანი. აუცილებელია მასალები მოიპოვოთ ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული სამეცნიერო ბაზებიდან, როგორებიცაა: PubMed, WebofScience, Ovid, ScienceDirect, Scopus, Cochrane Library, Google Scholar და ა. შ.

 

  • მასალა უნდა გაფორმდეს ლიტერატურული მიმოხილვის სტრუქტურით (სურ. ‘’ლიტერატურული მიმოხილვა“ (ლინკი),
  • სურ. ‘’გამოყენებული ლიტერატურა“ (ლინკი),
  • სურ. ‘’ნაშრომის შესრულების სტანდარტები N1’’ (ლინკი),
  • ‘’ნაშრომის შესრულების სტანდარტები N2’’ (ლინკი).

 

რეგლამენტი:

  • მოხსენების ფორმა - ზეპირი.
  • სამუშაო ენა - ქართული
  • მოხსენება - 10 წუთი
  • დისკუსია - 5 წუთი

 

თანაავტორთა რაოდენობა შეზღუდული არ არის, პრეზენტატორთა რაოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს ერთს.

ღონისძიების პარტნიორი: აკ. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი.

წარმოდგენილი მასალები განიხილება აკად. ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების განვითარების დეპარტამენტის მიერ, რის შემდეგაც, შეირჩევა 10 საუკეთესო მონაწილე.

კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს და სიმბოლურ საჩუქრებს.

კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეთ პრეზენტაციის სახით (პრეზენტაცია შეარულეთ Microsoft PowerPoint, Prezi ან სხვა პროგრამაში).

 

 

მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომების აბსტრაქტები უნდა გამოაგზავნონ: roundtable.ssstsumd@gmail.com

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:
595 99 50 53 (გიორგი ჭკადუა)
577 42 41 76 (მარიამ სოსელია)
giorgi.tchkadua537@med.tsu.edu.ge
mariami.soselia298@med.tsu.edu.ge

 

მასალების მიღების ბოლო ვადა: 10.11.2021 წ.

Related events